​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩთან რელიგიის თავისუფლების საკითხებში შეხვედრა გამართა
18-07-2019, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩთან რელიგიის თავისუფლების საკითხებში სამუელ ბრაუნბეკთან.



შეხვედრაზე ელჩმა დადებითი შეფასება მისცა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხებს შეეხება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რელიგიის თავისუფლებისა და შემწყნარებლობის საკითხებში საქართველოს მდიდარ ისტორიულ გამოცდილებას.


საგანგებო დავალებათა ელჩთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და ისტორიული რელიგიური ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. მხარეების მიესალმნენ რელიგიის თავისუფლების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ მდგომარეობაზე, რაც წარმოადგენს კარგ მექანიზმს იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილი იქნას მოცემულ საკითხზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს 17-19 ივლისს სტუმრობს. დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მოწვევით მონაწილეობს რელიგიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ მინისტერიალში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი