თბილისის მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურისა და ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზებისა და მათ განსახორციელებლად ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსებს განმეორებით აცხადებს. კონკურსების მიზანია ამ მიმართულებით საუკეთესო წინადადებების გამოვლენა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება - გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.
თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში.
ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზისა და განთავსების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 90 000 ლარს, ხოლო ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის - 120 000 ლარს. ამ თანხაში გათვალისწინებული უნდა იყოს ავტორის ჰონორარი.
კონკურსებში გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია გამოავლენს.
კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.