მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერმა სარეაბილიტაციო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვების დაწესების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი სამ თვეში განხორციელდება.
„გასულ წელს აქ გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთ, რადგან ეს მონაკვეთი ავარიული იყო. წელს გადავწყვიტეთ, სრულად განვაახლოთ ეს კონკრეტული ადგილი. დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. საყრდენებისა და გარეგანათების შეცვლის შემდეგ ჩატარდება კლდის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა, დამონტაჟდება ახალი LED სანათები, გზის საფარი კი სრულად შეიცვლება. ამასთან, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გზაზე გადაადგილდებოდა. გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია მუშაობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის განახლებას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს.
სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ, სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე.
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებს. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.