იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი.
ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.
„დაუშვებლად ცნო როგორც დაუსაბუთებელი, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივრის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ასევე ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს; ერთხმად დაუშვებლად ცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება. რაც შეეხება მოსამართლეებს – ურთმელიძესა და თოდუას, ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში. რაც შეეხება ურთმელიძესა და თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილია ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ სამართლიანი სასამართლოს ამ ორ კომპონენტში წინააღმდეგ მისცა ხმა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უაროფილ იქნა როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“. ეს არის საქმის სარეზოლუციო და სხვა ნაწილების მოკლე შეჯამება. გადაწყვეტილება არის 100-ზე მეტი გვერდისგან შემდგარი, შესაბამისად, მის სამოტივაციო ნაწილს ჩვენც და მოწინააღმდეგე მხარე დეტალურად მომავალში გავეცნობით“ - განაცხადა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.