ხობის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირთა დღის ცენტრს დააფინანსებს
18-07-2019, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის - სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში“.

 

 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა განათლებისა და განვითარების ცენტრ „თოლისკურის“ პროექტმა „თანასწორობა გვჭირდება“. პროექტის „თანასწორობა გვჭირდება“ მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს“ (ASB), ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და განათლებისა და განვითარების ცენტრ „თოლისკურს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

 

აღნიშნული მემორანდუმით მერია უზრუნველჰყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრისათვის კეთილმოწყობილი ფართის დაქირავებას და კომუნალური გადასახადების გადახდას. დღის ცენტრის ბენეფიციარები იქნებიან 6-18 წლამდე ასაკის შშმ პირები.

 

 

ხოლო პროექტი ითვალისწინებს მათ რეაბილიტაცია-აბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტს საქართველოში ახორციელებენ: „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი