გია ვოლსკი: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები“
18-07-2019, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით,  სტრასბურგზე სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

 

 

როგორც მან აღნიშნა, დადასტურდა, რომ შეჩერების მექანიზმი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მოსარჩელე მხარემ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა.

 

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას. სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი, ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, არის კიდევ თემები, რომელიც ზუსტად ახასიათებს იმ პერიოდს, როდესაც ქონების წართმევა-წაგლეჯა იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა. იგივე ვაზაგაშვილის თემასთან დაკავშირებით, კიდევ მეორე მოქალაქესთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარღვეული იყო სიცოცხლის უფლება და წამების ფაქტი – საკმაოდ მძიმე ფაქტი დაადასტურა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ხელისუფლება გამტყუნდა, მაგრამ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეს დანაშაულები ჩაიდინა თავის დროზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი