ისნის რაიონში მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია განხორციელდა
18-07-2019, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის რაიონის გამგეობამ, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩის მეორე  შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.   

 

 

სამუშაოები თანმიმდევრულად, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველ რიგში,  410 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვალა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, რაც ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ბოლო ათეული წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.

 

 

მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მარტში დაასრულა. 

 

 

აღნიშნული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები  მთისძირის მეორე შესახვევში პირველად ჩატარდა. 2 440 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარი და საცხოვრებელი სახლების ეზოებთან მისასვლელი გზები. 

 

 

პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

 

 

„ჩვენს რაიონში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც გზის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხერხდებოდა და მოსახლეობა წლების განმავლობაში შეწუხებული იყო. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ მოლაპარაკების შედეგად, მიმდინარე წელს ქუჩის თანმიმდევრული, სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ. კაპიტალური, ასფალტიანი გზა,  დასახლების არსებობის მანძილზე ფაქტობრივად, პირველად მოეწყო“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. 

 

 

მთისძირის II შესახვევში საგზაო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გუმმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 152 781 ლარი დაიხარჯა. 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი