ეს დღეებია, ქართულ მასმედიაში მავანთ დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ თურმე აფხაზები და ოსები საკუთარ თავს რუსეთის მიერ "ოკუპირებულად" არ მიიჩნევენ და "ოკუპანტს" საქართველოს, ქართველებს უწოდებენ!
მეტიც, ლამისაა, რომ სეპარატისტ-მარიონეტი აფხაზ-ოსები, საერთაშორისო სამართლის "სუბიექტებად" აღიარონ და მათთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდნენ, როგორც "თანაბარი უფლებების მქონე მხარეები"! ასეთი "ხედვების" ქვეტექსტი შემდეგია, რომ საქართველომ ოფიციალურ დოკუმენტებში და განცხადებებში, არ მოიხსენიოს რუსეთი ოკუპანტად და აფხაზ-ოსი სეპარატისტი ლიდერების მთელი რიგი შეხედულებები გაიზიაროს, ან მინიმუმ "გაითვალისწინოს"!
ქართულ საზოგადოებას მინდა მივმართო და არა ამ "მოსაზრებების" ავტორ-გამხმოვანებლებს: საქმე ის არის, რომ როგორც კი საქართველო რუსეთს მოუხსნის ოკუპანტის სტატუსს, დაუყოვნებლივ (ავტომატურად) შეწყდება დასავლეთის მიერ 10 წლის მანძილზე წარმოებული "არაღიარების პოლიტიკა", რომელიც ამ ხნის განმავლობაში ბლოკავდა და ბლოკავს აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარებებს"!
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, მაქსიმუმ 1-2 წელიწადში, აფხაზეთს და ე.წ. "სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ", არა რომელიღაც კუნძულები წყნარ ოკეანეში (ნაურუ და სხვა), არამედ ამერიკა-ევროპა-აზიის სახელმწიფოები, ანუ "კოსოვოს პრეცენდენტი" ამოქმედდება ჩვენი ისტორიული მხარეების მიმართ!
აგრეთვე, არცერთ შემთხვევაში (როგორი "დაპირებებიც" არ უნდა მივიღოთ რუსეთისგან), არ შეიძლება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ-მარიონეტული ხელისუფლებების ლეგიტიმაციის (დე-იურე) ცნობა, ისინი უნდა მოვიხსენიოთ, როგორც დე-ფაქტო ხელისუფლებები!
მავანთ, ეტყობა "ეჩქარებათ", ან "აჩქარებენ" და ამ "სიჩქარეში ვერ ხვდებიან", რომ ამგვარი "სტრატეგიით" სოხუმში და ცხინვალში მდგარ რუსულ ტანკებს, არათუ ვერ გაიყვანენ, არამედ დანარჩენ საქართველოში შემოიყვანენ, როცა "მიხვდებიან" რა გააკეთეს, მერე გვიანღა იქნება თავის მართლება და აუცილებლად აგებენ პასუხს, ქართველი ერის და ისტორიის წინაშე!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.