ნოდარ ხადური: საქართველომ ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს
14-08-2015, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ცხადია, რომ რუსეთის, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების ბაზარი არის ერთ-ერთი საინტერესო ამ თვალსაზრისით , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის კონტრსანქციების დაუწესებლობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.


მისი თქმით, მთავრობის და მთავრობის მეთაურის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ერთნაირად წარმატებით იმუშაოს ყველა ბაზარზე. "იმუშაოს ევროკავშირის ბაზარზე, რომელთანაც ჩვენ უკვე გვაქვს ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, იმუშაოს ჩინეთის ბაზარზე, რომეზეც ჩვენ ახლა ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს და ასევე დარჩეს იმ ბაზრებზე, სადაც ქართული პროდუქციის ცნობადობა ძალიან მაღალია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და ბედნიერება, რომ ვარჩიოთ ბაზარები სად ვიმუშაოთ და სად - არა. ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ცხადია, რომ რუსეთის, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების ბაზარი არის ერთ-ერთი საინტერესო ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


რუსული მედიის ცნობით, საქართველო რუსეთის კონტრსანქციაში არ მოხვდა, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.


"ამ დროისთვის რუსეთსა და საქართველოს არ გააჩნიათ აქტიური ურთიერთობა და დიდი საქონელბრუნვა; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა", - ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.


მათივე თქმით, ამის გამო მიღებული იყო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ შესულიყო, ვის მიმართაც კონტრსანქცია განხორციელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი