ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა
19-07-2019, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა. 

 

 

სხდომაზე განიხილეს „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა:

 


შენობა ნაგებობების ადაპტირება შშმ პირებისთვის შეუფერხებლად გადასაადგილებლად. (პანდუსების მოწყობა კვლავ გაგრძელდება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციზე).

 


ქალაქის ქუჩების საგზაო მინიშნებების სამუშაოების დაგეგმვის დროს შშმ პირებისთვის გადასასვლელების მოწყობის და მინიშნებების გათვალისწინება.

 


შშმ პირების ჩართულობა სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ-სპორტულ აქტივობებში.

 


1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შშმ და სსსმ პირებისთვის ფულადი თანხის გადაცემა.

 


სიღარიბეში მცხოვრები შშმ ბავშვთა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) სპეციფიკური საჭიროების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მიზნით სათანადო ღონისძიებების ჩატარება.

 


"ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ გადაწყვეტილებით 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით შშმ და სსსმ პირებისთვის არაერთი ღონისძიება განხორციელდება, მათ შორის მოეწყობა დასვენების კვირეულიც საქართველოს ნებისმიერ კურორტზე.

 


ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ინიციატივით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მომავალ წელს დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები , რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი