მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, გლდანის რაიონში 63 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში, 32 მისამართზე შენობის ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა, შეკეთდა შვიდი ამორტიზებული ლიფტი, შიდა წყალარინების სისტემა მოსახლეობას ათ მისამართზე მოუწესრიგდა, სართულშუა ნაპრალები ორ მისამართზე ამოივსო, ხოლო საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები (კიბეები, აივნები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს მეტალის კარი) 12 მისამართზე განხორციელდა.
აღნიშნული სამუშაოები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მათი ღირებულება 1 199 876 ლარია.
ამავე პროგრამით, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N2 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა და სართულშუა ნაპრალები ამოივსო. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო დამატებით, 22 მისამართზე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.