კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა შესაძლოა, დღეს გამოიტანონ
14-08-2015, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოსთქვა ბრალდების მხარემ.


პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ნაფიც მსაჯულებს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას შეახსენა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, ასევე - წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ზურაბ ჟვანიას სხეულზე - ტუჩზე და თავის არეში დაზიანებებია, ხოლო ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ უსუპოვს მკერდის არეში აღენიშნება ლაქები და ნაჩხვლეტები.


პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჟვანიას დაცვის წევრებმა - კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს.


ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა ზურაბ ჟვანიას ვიდეოგამოსვლით "მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი" დაასრულა.
დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვა ძაძამიას ადვოკატმაც, რომლის მტკიცებითაც, მისი დაცის ქვეშ მყოფი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე, ყოფილი პრემიერის გადაადგილება მეგობრულად მოახდინა. შესაბამისად, ადვოკატის მტკიცებით, ძაძამია წარდგენილ ბრალდებაში სრულად უდანაშაულოა. სხდომას ესწრებიან როგორც ბრალდებულების აზლობლები, ასევე გარდაცვლილი პრემიერის მეგობრები და ოჯახისწევრები, მათ შორის ზურაბ ჟვანის ძმა - გოგლა ჟვანია.


კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა შესაძლოა, დღეს გამოიტანონ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი