მამუკა ბახტაძე: „სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო, ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, წამებას, საკუთრების ხელყოფას“
19-07-2019, 13:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო, ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, წამებას, საკუთრების ხელყოფას– ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებსთან საუბრისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, გუშინდელი დღე და სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს არ იყო სამართლებრივი სახელმწიფო.

 

 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა ადამინების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, ადამიანების წამებას, საკუთრების ხელყოფას, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, მის არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. ამასთანავე, გუშინდელი დღე იყო გამოხატულება იმისა, რომ საქმე გვაქვს ფსევდოდემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის საქართველოს ევროპული გზა და აღმოჩნდა, რომ ეს არის ფარსი. ჩვენ ვიხილეთ როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. ყველა ძალას, ვისთვისაც ჩვენი ევროპული არჩევანი, რომ საქართველოში იყოს მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემა, ვისთვისაც ეს არჩევანი მნიშვნელოვანია დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხზე, ვინაიდან, ეს ითაგმნება მარტივად, რომ აქვს ადგილი შეტევას ჩვენს ევროპულ მისრწაფებაზე და იმ პრინციპების დაზიანებაზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც უნდა ავაშენოთ სამშობლო. ეს გადაწყვეტილება არის უზენაესი და ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დავემორჩილოთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი