დავით უსუფაშვილი: „ვისაც სიხარულის განცდა აქვს, კარგად დაინახონ, რა დააკლდებათ, ერთი მხრივ დავკარგავთ პარტიულ-პროპაგანდისტულ ტელევიზიას, მაგრამ ასევე და ვკარგავთ კრიტიკის და პროგრესის ყველაზე მძლავრ იარაღს“
19-07-2019, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვისაც სიხარულის განცდა აქვს, კარგად დაინახონ, რა დააკლდებათ, ერთი მხრივ დავკარგავთ პარტიულ-პროპაგანდისტულ ტელევიზიას, მაგრამ ასევე  დავკარგავთ კრიტიკის და პროგრესის ყველაზე მძლავრ იარაღს - ასეთი განცხადება გააკეთა  "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

 

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მისთვის ძალიან მძიმე იმის ყურება, რაც ახლა ხდება. მან გაიხსენა 1995 წელი, როდესაც "რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი რუსთავიდან ჩამოვიდა და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" დახმარებით მიმართა.

 

 

"ძალიან მძიმეა დღეს ჩემთვის იმის ყურება, ადამიანურად, რასაც დღეს ვხედავთ, იმიტომ, რომ მახსენდება 1995 წელი, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი რუსთავიდან ჩამოვიდა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მოგვაკითხა და ლია მუხაშავრიას ვთხოვეთ მისთვის დახმარება და „რუსთავი 2“- ად ჩამოყალიბდა ის გუნდი, რომელმაც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძალიან სერიოზული ფურცელი ჩაწერა უკვე.

 

 

მე ძალიან ვწუხვარ, რომ „რუსთავი 2“- ის ყველაზე მაგარი, პროფესიონალი, ოპერატიული, თანმიმდევრული გუნდი, ჟურნალისტების, ოპერატორების, ტექნიკური მუშაკებისა და უამრავი სხვა ადამიანის, დღეს არის ამ დღეში, ეს ტელევიზია ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენმა მოუწესრიგებელმა, დაულაგებელმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ტელევიზიას, როგორც ტელევიზიას იმ პერიოდში. "რუსთავი 2“-მა შვიდი წელი გაძლო ახალი ხელისუფლების პირობებში, არ იყო მარტივი, რომ აქამდე მოეღწია, თუნდაც ასეთ პირობებში, მაგრამ დღეს, უკვე ჩვენ გვაქვს ახალი სამართლებრივი რეალობა, ესაა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით შექმნილი ახალი რეალობა, იმაზე ლაპარაკი, რომ ეს გადაწყვეტილება რაღაც სხვა რამის გამოა მიღებული, ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა, სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილებით მაუწყებლობდა „რუსთავი 2“ ორ წელიწად ნახევარი, მაგრამ სტრასბურგსაც აქვს ლიმიტები და ბოლოს მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო.

 

როგორც ჩანს, ყოველი დღე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან დღემდე, სხვა მხარისთვის მოუთმენელი იყო და ვისაც ახლა სიხარულის განცდა აქვს - აი ახლა ხომ აღარ მოვისმენთ იმ უბედურებას, რაც იქიდან გვესმოდა, ამ ადამიანებმა ახლა კარგად დაინახონ რა დაგვაკლდება ჩვენ, „რუსთავი 2 „ თუ აღარ იქნება ეთერში, ჩვენ, ერთი მხრივ, დავკარგავთ პარტიულ პროპაგანდისტ ტელევიზიას, რომელსაც კარგია, რომ დავკარგავთ, მაგრამ მეორე მხრივ ვკარგავთ თავისუფლების, კრიტიკის, პროგრესის და მომავლის უზრუნველმყოფელ მძლავრ იარაღს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი