მიმდინარე წლის 19 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს ,,იერი", შპს ,,ურიში", შ.პ.ს "ექსპერტიზა - მშენებლობა - დიზაინი”, შ.პ.ს "ჯეტა" კომპანიის წარმომადგენლობასთან და ი/მ დიმიტრი გოშაძესთან.
️შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ბოყვაში სპორტული მოედნის, კვაშხიეთში თავშეყრის ადგილის, შქმერში წყლის სისტემის და სოფელ სორში გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები, ასევე ქ.ონში სანიაღვრე არხების წმენდის ,ქაფიანიძის II ჩიხის დაზიანებული ღელის კალაპოტის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების და ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოები,ხოლო სოფლებში( ხირხონისში, ლაგვანთაში, ღარში ნიგვზნარაში)ახალი ამბულატორიების მშენებლობის, სამუშაოების შესრულების საკითხები.
საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს და ინდ. მეწარმე დ.გოშაძეს შეხვედრაზე მიეცათ გარკვეული მითითებები და შენიშვნები პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.