საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს რაც შეიძლება მეტი კრიტიკული არხი, იმისთვის, რომ ხელისუფლება ფორმაში იყოს.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ობიექტური და მწარედ კრიტიკული ტელევიზიები არსებობდეს დემოკრატიის განვითარებისა და იმისთვის, რომ თავად ხელისუფლების ეფექტიანობა ამაღლდეს.
„მომწონს „რუსთავი 2“, რომელიც იქნება კრიტიკული, ობიექტური და მთავრობის მიმართ მკაცრად კრიტიკული, მაგრამ სასურველია ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმესა და სიმწვავეზე დამოკიდებული. ილუზია შევქმნათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ხელისუფლება უკურეაქციას მიიღებს და არც ერთ ჭკვიან ხელისუფლებას არ აქვს იმის სურვილი, რომ ჩაახშოს სიმართლის თუ ობიექტურობის ხმა, ვისაც თავის ქვეყნის განვითარება მართლა უნდა. ხელისუფლება ორი წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებდა. ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, რომ დროებითი შეკავების ნორმა რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.