რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მიძღვნილი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა მიკ მაილვეინმა კმაყოფილებით აღნიშნეს ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციასთან არსებული მაღალი დონის ურთიერთობა და საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა, რაც აისახა როგორც მაღალი დონის ვიზიტებში, ასევე თავდაცვისა და უსაფრათხოების სფეროში გაძლიერებულ თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებში.
ხაზი გაესვა საქართველო- ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აშშ მიმდინარე ადმინისტრაციის პერიოდში უმაღლეს ნიშნულზეა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს რელიგიის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პატრონაჟით უკვე მეორედ იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.