ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოსახლეობაში სწორი მოლოდინები უნდა ჩამოყალიბდეს.
"შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა არასწორი მოლოდინები და ყოველი ჩვენთაგანის ამოცანაა, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის, რომ აბსოლუტურად სწორი მოლოდინები ჩამოაყალიბოს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, ბიზნესწრეებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, მათ შორის დაინტერესებულ წრეებთან, ბიზნესწრეებთან კომუნიკაციის მეშვეობით და ვაძლევთ ამ ინფორმაციას ცოტა უფრო ღრმას და ყოვლისმომცველს, რომ ადამიანებს, რომელთა გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორი მოლოდინები ჰქონდეთ და სწორი ინფორმაცია თუ რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში", - განაცხადა ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.