თბილისში, კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19 ივლისს, 23:00 საათიდან 20 ივლისის დილის 08:00 საათამდე ეტაპობრივად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით ამსვლელ მონაკვეთზე და ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტისა და იოანე ვაკელის ქუჩების მიმართულებით.
ამავე დროს, ერთი კვირით დაიკეტება ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი (კანდელაკის ქუჩიდან ლისის ტბის მიმართულებით).
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.