თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტროში ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებული თანამშრომლების აღდგენასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ეხმაურება თეა წულუკიანი .იუსტიციის მინისტრის თქმით, კანონით, მსჯავრდებულისა და ბრალდებულის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით 2 გზა არსებობს.
„თუკი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში არსებობს პრაქტიკები, რომელიც შეიძლება კანონთან არ იყოს შესაბამისობაში, ძალიან შორს წასულა მისი ფიქრები. მე მაქვს ორი გზა: ორი გზა ჰქონდა მასაც. მე მის გადაწყვეტილებას არც ვუწუნებ, არც ვიწონებ - ეს არ არის ჩემი საქმე. ამის უფლება მე არ მაქვს, მაგრამ იუსტიციის სამინისტროში მე მივდივარ ხოლმე მეორე გზით. მე არ მომწონს, ეს არ არის ჩემი მმართველობის სტილი, როდესაც ჩემს თანამშრომლებთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, მირჩევნია ეს თანამშრომელი შინ დაელოდონ განაჩენს“, - განაცხადა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.