შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ სტრასბურგში წარგზავნილი ლადო ჭანტურიას მიერ კოლეგებთან „ფულების ჩამოტარების“ შედეგია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება
20-07-2019, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ევროპას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ სტრასბურგში მოსამართლედ წარგზავნილი ლადო ჭანტურიას მიერ კოლეგებთან „ფულების ჩამოტარების“ შედეგია და „ევროპის სასამართლო ამ ფორმით, ამ სტრუქტურით და ამ შემადგენლობით, არის ევროპის სირცხვილი“.

 


ნათელაშვილმა აღნიშნულის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ ახლაც და წარსულშიც „გაგვყიდა და გვიღალატა“.

 


„ევროპამ გაგვყიდა და გვიღალატა. ნუ ვიქნებით ენამოჩლექილი ევროპასთან. ევროპა ჩვენი ბუნებრივი სახლია და ოჯახის წევრებს თუ სიმართლეს არ ეტყვი, ისინი კიდევ მოიმტვრევენ კისერს სხვა უარეს რამეში. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ შუა საუკუნეების დროს ევროპამ მიგვატოვა ჩვენ თურქეთისა და ირანის ექსპანსიის წინაშე. ისპაჰანში მთელი დასავლეთ ევროპის ელჩობა იყო აკრედიტირებული შაჰ აბასთან, როდესაც შანთებით მკერდი დააგლიჯეს ქეთევან წამებულს და ერთი საპროტესტო ნოტა არ დააფიქსირა ისტორიამ. 1801 წელს, როდესაც რუსეთმა წაგვართვა სახელმწიფოებრიობა, ერთი საპროტესტო ნოტა, განათლებული ევროპისაგან კაცობრიობას არ შერჩა ისტორიულ არქივებში. 1921 წელს, როდესაც რუსეთი აპირებდა საქართველოს ოკუპაციას, და ეს იცოდა ევროპამ ძალიან კარგად, ერთა ლიგაშიც კი არ მიგვიღეს, რაც გარანტია იყო, რომ რუსეთი ვერ შემოიჭრებოდა ასე თავისუფლად და ამან გადაწყვიტა ჩვენი ოკუპაცია. შემდგომ პერიოდში, აღარ მინდა ახლა დეტალები მოვყვე სხვა, 2008 წელს, ჩვენ რომ ევროპას მივეღეთ ნატოში და სწორედ ევროპამ დაგვადო მაშინ ვეტო, გერმანიამ და საფრანგეთმა, კონკრეტულად, რა თქმა უნდა, რუსეთი ვერ შემოვარდებოდა და ვერ გააკეთებდა, ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპაციას და ევროპის სასამართლოს რომ გამოეტანა ობიექტური სამართლიანი გადაწყვეტილება, ან თუნდაც არაობიექტური, მაგრამ შეჩერება აღსრულებისა, დაეტოვებინა ძალაში, და წასულიყო პროცესი, დიდი პალატაა თუ უდიდესი პალატაა თუ ადგილობრივი ინსტანციებია, დაევალებინა უზენაესი სასამართლოსთვის, რომ კორუმპირებული მოსამართლეების გარეშე განხილულიყო სასამართლო პროცესი, ხომ ვიცით ისინი ვინ არიან. საკუთარ დედას რომ არ თვლიან ოჯახის წევრად, ისინი კანონს ჩათვლიან თავიანთ ორგანულ, სამოქმედო ბერკეტად?! ამიტომ, ვინ არის იმ სასამართლოს შემადგენლობაში?

 

 

დავანებოთ თავი პირფერობას ევროპასთან. თუ მეგობარია და სტრატეგიული მოკავშირეა, უნდა მოიქცეს როგორც მოკავშირე და არ უნდა დაიწყოს პუტინის დავალებების შესრულება... იმ პალატაში, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აზერბაიჯანიდან წარდგენილი მოსამართლეა, ის აწერს ხელს, ალიევის მოსამართლეა და მოდით ახლა და ამის შემდეგ ნუ იეჭვიანებთ და დავით-გარეჯი არ გაიცვალა რუსთავი 2-ზე. აბა ახლა საყდრისი ხომ ააფეთქა, ის მთები მოხსნა ოქროს საბადოს ხათრით. „რუსთავი 2“ აკარგვინებდა მას პოლიტიკურ ძალაუფლებას მთლიანად, რაა, არ გაიღებდა დავით-გარეჯის რამდენიმე ლავრას და მონასტრებს იმისათვის, რომ აზერბაიჯანიდან მოსამართლე გადმოებირებინა? ის გერმანელი მოსამართლე, რომელმაც ხელი მოაწერა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას... იმ გერმანიის გათავისუფლებას ფაშიზმისაგან 400 000 ჩვენი შვილი შეეწირა და ერთი მადლობაც არ უთქვია და ერთ ოჯახზე კომპენსაცია არ გაუციათ. ასეთი მეგობრობა მე არ ვიცი, ცალმხრივი. ჩვენი ბიჭები იქ იხოცებიან ავღანეთში და ერაყში, მაგათები ღამის კლუბებში კვდებიან ქეიფში და დროსტარებაში და ამაზეც მადლობა არ უთქვიათ და ისიც არ უნდათ ინებონ, რომ ამ ბანდიტს დაუყადაღონ მილიარდიანი ანგარიშები, რომელიც ევროპაში აქვს გატანილი და ნუ ეფარებიან და ეფერებიან და საფრანგეთის მართლმსაჯულებამ დროზე დაადგას საშველი იმ „ანგოლა გეითის“ საქმეს, სადაც იგი იმხილება 1 მილიონი ანგოლელის დახოცვაში რუსული იარაღის გატანის შედეგად.

 


და ვინ არის კიდევ მოსამართლე ამ საქმის, ეს უნდა იცოდეს ხალხმა - ბულგარეთის წარმომადგენელი, იმ ბულგარეთისა, სადაც ქრთამი ჩვეულებრივი ამბავია, რომლის მთავრობაც თხასავით იყიდება ხან ამერიკაზე, ხან მოსკოვზე... და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ისტორიის გამმრუდებელი, ლადო ჭანტურია, რომელმაც 1999 წელს ჩვენს მაგივრად „მრეწველები“ შეუშვა პარლამენტში და გააყალბა, შევარდნაძის მიერ ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგები დააკანონა, 2003 წელს ვარდების რევოლუციის შედეგები დააკანონა იმგვარად, რომ 5 პარტია დაგვითხოვა პარლამენტიდან და მაჟორიტარები დატოვა - ეს ლადო ჭანტურიაა, რომელიც გააგზავნა ბიძინა ივანიშვილმა აი, ამ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლად და მისი მთავარი მიზანი იყო ფულების ჩამოტარება კოლეგებთან. შესაბამისად, მე ეჭვი შემაქვს ევროპის სასამართლოს ობიექტურობაში და მათ მიუმხრობლობაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპის სასამართლო ამ ფორმით და ამ სტრუქტურით და ამ შემადგენლობით, არის ევროპის სირცხვილი და აი, ასეთი სტრუქტურები ერთიან ევროპას დაშლიან, თუ არ მოხდა მათი ძირეული რეფორმა“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი