თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ამჯერად, ნაძალადევის რაიონში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.
ღონისძიება 21 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება და მოიცავს საბავშვო-გასართობ აქტივობას, ასევე, ტურნირებს სპორტის შემდეგ სახეობებში: მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბოჩა. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს. მინი ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის განხორციელდება სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველები საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრებას შეძლებენ. საღამოს კი ზუკა ხუციშვილის ბენდი და დიჯეი გიგა პაპასკირი დაასრულებენ.
პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს და მის ფარგლებში, დედაქალაქის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.