წელს ივლისში 43.5 მლნ აშშ დოლარით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა 2014 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით
14-08-2015, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2015 წლის ივლისში 93.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 210.7 მლნ ლარი შეადგინა.


საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2015 წლის ივლისის მაჩვენებელი 31.8 პროცენტით (43.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა. 2015 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.1 მლნ აშშ დოლარი (29.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.2 მლნ აშშ დოლარისა (26.7 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.


რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 2015 წლის ივლისში 43.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წლის ივლისში კი მოცულობა 72.6 მლნ დოლარს შეადგენდა. იტალიიდან გზავნილების რაოდენობა გასულ თვეში 8.7 მლნ შეადგინა, რაც გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1.8 მლნ დოლარით ნაკლებია. აშშ-დან საქართველოში გასულ თვეში 8.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წლის ივლისთან შედარებით 1,3 მილიონით მეტია. გზავნილები შემცირებულია თურქეთიდანაც. 2015 წლის ივლისში თურქეთიდან საქართველოში 6.2 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2015 ივლისთან შედარებით 1.1 მლნ დოლარით მეტია. ყველაზე მეტად 2015 წლის ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით საბერძნეთთან მიმართებაში შემცირდა. საბერძნეთიდან გასული წლის ივლისში საქართველოში 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის ივლისში კი 4.4 მლნ დოლარი. გადმორიცხვების რაოდენობა თითქმის იგივე რაოდენობას შეადგენს ესპანეთიდან და გერმანიიდან, ხოლო ისრაელიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაზრდილია.

 

 

კომენტარები: 1
#1   nini
      
ყველგან გაჭირდა ცხოვრება და არა მარტო საქართველოში.იმედია ყველაფერი დალაგდება
dolaris kursi dges saqartvelosi www.dolariskursi.com
24 ივნისი 2016 07:43
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი