ახალციხის მუნციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ქალაქის ბიუჯეტიდან საკუთარ კომპანიებს 528 ათას 123 ლარი გადაურიცხა.
როგორც „რუსთავი 2“ იტყობინება, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ზაზა მელიქიძემ ახალციხის გამგებლისა და მერობის თანამდებობაზე ყოფნისას იშოვა.
სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, დოკუმენტებში, რომელიც „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ გაასაჯაროვა, წერია, რომ მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მის გამგებლად არჩევამდე საერთოდ არ მონაწილეობდნენ. 2015 წელს, არჩევის შემდეგ, კი 15 ტენდერი მოიგო. გაიზარდა ამ კომპანიებთან გაფორმებული შესყიდვების რაოდენობაც.
„რუსთავი 2“ აცხადებს, რომ აპრობირებული პრაქტიკა ზაზა მელიქიძის მერად არჩევის შემდეგაც გაგრძელდა. მერის არჩევის შემდეგ, მელიქიძემ კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად საკუთარი ცოლი და ცოლის ძმა დანიშნა. ორ კომპანიაში წილები დათმო და ცოლის ძმაზე, ხვიჩა ალავიძეზე გადააფორმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამბობენ, რომ ფაქტი, რომ მერი ორი კომპანიის მმართველად რჩება, კორუფციის შესახებ კანონის მე-13 და მე-6 პუნქტის დარღვევაა. მესამე სექტორმა დარღვევების შესწავლა აუდიტის სამსახურს და უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ განყოფილებას მოუწოდა.
„რუსთავი 2“-ის ცნობითვე, კითხვის ნიშნები ასევე ჩნდება ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017-2018 წლის დეკლარაციაში გარკვევით წერია, რომ მერის კომპანიების შემოსავალი 0 ლარს შეადგეს, მაშინ როდესაც, ამავე პერიოდში, „მელიზა“ და „ლეგი“ ტენდერებს მუდმივად იგებს და მიწის ნაკვეთებს ყიდულობს.
„ის, რომ ქონებრივ დეკლარაციაში ზაზა მელიქიძე ცრუობს, ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ქონების აღმრიცხველ დოკუმენტში კომპანია „ლეგის“ შემოსავალის გასწვრივ ზაზა მელიქიძე 0 ლარს უთითებს, ვადგენთ რომ „ლეგს,“ სადაც სიძე-ცოლისძმის რესტორანი ფუნქციონირებს, მუშაობა არ შუეჩერებია.
იმ შემთხვევაში თუ აუდიტის სამსახურმა ზაზა მელიქიძის მიერ კანონის დარღვევა დაადგინა, ახალციხის საკრებულოს მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საკითხის დაყენება შეეძლება“, ნათქვამია რუსთავი 2“-ის სიუჟეტში.
სამაუწყებლო კომპანიაში ამბობენ, რომ ზაზა მელიქიძე ჟურნალისტს, რომელსაც მასთან აღნიშნულ საკითხზე ინტერვიუს ჩაწერა უნდოდა, დაემალა და არც სამსახაურში და არც სახლში არ გამოჩენილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.