საიდუმლო შეხვედრები ბიძინა ივანიშვილთან და ოლიგარქის მიერ პოლიტიკური მორჩილებისა და საარჩევნო პროცესებისთვის გაღებული დიდი ოდენობით „შავი ფული“ – „რუსთავი 2“ „ქართული ოცნების“ თანამშრომლის წერილს აქვეყნებს
21-07-2019, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მოქმედმა თანამშრომელმა გადაწყვიტა ამხილოს პარტია, რომელიც დღეს საქართველოს მართავს. მეტი კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით „ოცნების“ თანამშრომელი „კურიერს“ შეუთანხმდა, რომ დაწერდა ყველაფერს, რაც იცის და რასაც ფიქრობს.

 


როგორც „რუსთავი 2“ წერს, წერილში ნაამბობი ფაქტები მიმდინარე პროცესებთან სრულ თანხვედრაშია, რაც აჩენს განცდას, რომ ყველაფერი, რაც ხუთგვერდიან გზავნილში წერია - რეალობაა. პირი, რომლის წერილიც სამაუწყებლო კომპანიამ გაასაჯაროვა, ნამდვილად „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს და ეს ინფორმაცია „კურიერმა“ რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროსთან გადაამოწმა.

 


პირველი და მთავრი, რაც ამ წერილიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ ოფისში შავი ფულის ბრუნვაა. დგინდება, რომ ფული საფინანსო სამსახურის უფროსს, ნუგზარ ხუციშვილს აბარია, რომელიც თანხას „ქართუ ბანკიდან“ ჩანთებით იღებს და შემდეგ სეიფში ინახავს.

 


ირკვევა, რომ ამ „შავ ფულს“ პარტია პოლიტიკური მორჩილებისათვის და საარჩევნო პროცესებისთვის იყენებს, „ქართული ოცნების“ მოქმედი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ოფიციალური ხელფასის გარდა, რასაც პოლიტიკოსები იღებენ, მათ ბიძინა ივანიშვილი ცალკეც უხდის და ამით მათ პოლიტიკურ მორჩილებას ყიდულობს.

 


მმართველ გუნდში ამ თემაზე საუბარი არ სურთ. დეპუტატების ნაწილმა ალბათ არც კი იცის, რომ მათი კოლეგები დამატებით შემოსავალს პირადად ცენტრალური ოფისიდან იღებენ. ამბობენ, რომ ამის არ სჯერათ, თუმცა გამორიცხვითაც არაფერს გამორიცხავენ.

 


პარტიის კულუარებში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს არმაზ ახვლედიანი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. ახვლედიანი პირველად ყვება, რომ პარტია დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა და „შავი ფულით“, უშიშროების სამსახურით და ხელისუფლებასთან ჩახუტებული ბიზნესელიტით იმართებოდა.

 


კაცი, რომლის ინტერესების დაცვაზეც არმაზ ახვლედიანი საუბრობს, ბიძინა ივანიშვილია. პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი გამორიცხავს, რომ შავი ფულის არსებობის შესახებ ივანიშვილმა არაფერი იცის. ამბობს, რომ ეს სწორედ ქვეყნის მთავარი ოლიგარქის მიერ დანერგილი პრაქტიკაა.

 


„ქართულ ოცნებაში“ არსებულ შავ ფულზე საუბრობს ოპოზიცია. მტკიცებულებად რამდენიმე თვეში გაუგებარი გზებით გამდიდრებული მმართველი გუნდის დეპუტატები მოჰყავთ. „ქართული ოცნების“ დეპუტაციის უმეტესობის ქონებრივი დეკლარაციები რადიკალურად შეიცვალა - იშოვნეს ფული, ააშენეს სასახლეები და აუზშიც წყალი უკვე ჩაასხეს.

 


ირკვევა, რომ შავი ფულის განაწილების საქმეში ნუგზარ ხუციშვილთან ერთად ჩართულია მთავრი ბუღალტერი ლექსო მურადაშვილი. წერილში ნახსენები პირების გასაცნობად „კურიერი“ პარტიის ოფისში მივიდა, თუმცა ჟურნალისტები ადგილიდან გამოყარეს.

 


ასევე ირკვევა, რომ კამერები ოფისებში რამდენიმე ადამიანის სტუმრობის დროს ითიშება. ისინი ძირითადად ის ხალხია, ვისი შეხვედრაც ბიძინა ივანიშვილთან საიდუმლოდ უნდა დარჩეს. თუმცა, საიდუმლო შეხვედრები საიდუმლოდ მაინც არ რჩება. წერილის ეს ნაწილი ოპოზიციასთან იქნა გადამოწმებული. აღმოჩნდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სტუმრობა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უკვე გავრცელებული ინფორმაციაა. მათ შორის ისიც, რომ თამარ ჟვანია ხელფასის გარდა თავის მომსახურეობაში ბიძინა ივანიშვილისგან საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებს.

 


„კურიერმა“ გაარკვია ისიც, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტების ანტიპიარით ცალკე სამსახურია დაკავებულია. ამ სამსახურს ლაშა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს. წერილის ავტორი ამტკიცებს, რომ ნაცვლიშვილთან კონსულტაციებზე მინისტრები, დეპუტატები და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული სხვა ცნობილი სახეები ხშირად დადიან.

 


შავი პიარის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილი პარტიაში ანტიპიარის მსხვერპლი თავადაც არის. „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მოქმედი თანამშრომელი აცხადებს, რომ იმ ჭრელ საზოგადოებაში, რომლითაც პიარის განყოფილება არის სავსე, შიდა დაპირისპირებებიც ხშირია.

 


5-გვერდიან წერილში პარტიის მოქმედი თანამშრომელი დეტალურად ყვება პარტიის წევრების დამოკიდებულებას რუსეთთან. ამბობს რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბს შიგნითვე ხუმრობით რუსეთის საკონსულოს უწოდებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი