გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სამხარაულის ეროვნულ ექსპერტიზაში წარდგენილ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია და „სამხარაული უარს ამბობს სასურველ დასკვნაზე“.
„ოქრუაშვილის სარჩელზე დიდი აურზაურია საქოცეთში.
ქიბარ ხალვაში მიიჯირყვნა ხელშეკრულების გამო-აქამდე ამბობდა ჩემი ხელმოწერა ყალბიაო. გაარკვიეს რომ ნამდვილია.
სამხარაული უარს ამბობს სასურველ დასკვნაზე-თავს ვერავის დავაჭერინებთო.
არც ხანდაზმულია, ყადაღების გარეშე არ გამოდის თან და არი ამბავი!“ - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.