„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმთან ერთად, არავის ისეთი ზიანი არ მოუყენებია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის პირადად, როგორც „რუსთავი 2“ -ს (როცა მიზანმიმართულად მესხმოდა წლების განმავლობაში თავს და ათას სისაძაგლეს გვაბრალებდა), არავითარი რევანშის და ნიშნის მოგების სურვილი არა მაქვს!“ - ასე ეხმაურება დეპუტატი ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებას.
„ვაკვირდები მოვლენებს... ვაანალიზებ... ვცდილობ ემოციამ არ გადაფაროს ობიექტურობის სივრცე ჩემში.
სწრაფად ვითარდება მოვლენები და დროში ოდნავ დაშორებაა საჭირო, რათა უკეთ დაინახო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი!
„რუსთავი 2“ დაუსრულებელი დავის ბედისწერას თავს ვერ აღწევს!
ეს ალბათ არც არასდროს დასრულდება და ხელისუფლების ცვლილებების კვალდაკვალ გაჩდება ახალ ახალი სარჩელები, ახალ ახალი მეპატრონეები თუ მსურველები...
(ახლა არ შევდივარ რა როგორ მოხდა. მახსოვს და ბევრი რამ ვიცი ამ თემაზეც...) და ვიდრე ეს ახალ ახალი ბრძოლის ეტაპები არ დასრულდება, ეს ნიშანი იქნება, რომ არ სრულდება არც ერთი ხელისუფლების ავი ზრახვა აკონტროლოს მედია!
ახლა ყველა ვაკვირდებით შეიცვლის თუ არა ფერს „რუსთავი 2“ ისე როგორც იცვალა ტელე „იმედმა“ (გული მწყდება როცა მახსენდება რამდენი ვიბრძოლეთ „იმედის“ ტელევიზიის დამოუკიდებლობისთვის).
ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა - როგორი იქნება ეს ტელევიზია??
ახლა საჭიროა არა პიროვნული სარკმლიდან ვუმზიროთ და ვზომოთ რა როგორ ჯობია, არამედ რა ჯობია ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმთან ერთად, არავის ისეთი ზიანი არ მოუყენებია ჩემი და ჩემი ოჯახისთვის პირადად, როგორც „რუსთავი 2“ -ს ( როცა მიზანმიმართულად მესხმოდა წლების განმავლობაში თავს და ათას სისაძაგლეს გვაბრალებდა) არავითარი რევანშის და ნიშნის მოგების სურვილი არა მაქვს!
არ მძლევს პიროვნული სისუსტე და არც გამივლია გულში - ახია! არ მინდა საკუთარ თავში ასეთი სისუსტე ვიპოვო და კარგად მესმის ახლა რამდენად მნიშვნელოვანია არა სახელი ვინაა მეპატრონე, არამედ შინაარსი რაც დევს მეპატრონეში!
შინაარსი კი უნდა იყოს არა მორიგი მსახურის ძებნა ხელისუფლების სახით- არამედ ობიექტურობა, სიმართლე და მიუკერძოებლობა!
ეს არის რაც გვინდა ამ ტელევიზიის ენით გვესმოდეს!
ახლა მთავარია ჟურნალისტებს მიეცეთ თავისუფლება და ამ თავისუფლების სიმართლისთვის გამოყების სრული ასპარეზი.
სხვა დანარჩენი: ვისი რა არის და როდის რა იყო- ეს კიდევ ბევრი წელი არ დასრულდება...
ქართულმა სასამართლომ კი ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, როცა სასამართლოს არა აქვს თავად სიმართლე...
სასამართლოს კლანის მარწუხებიდან გათავისუფლების ბრძოლაში, ასევე ვაფასებ ამ ტელევიზიის როლს და ამასაც ვერ დავივიწყებ. ახლა და აქ როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მთავარია მედიის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ეთიკურობა და სიმართლე.
ეს ქვეყანას ჭირდება!
პ.ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების სამივე შტოს( საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) შეცვლა!!!“, წერს ეკა ბესელია „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.