უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ ქვეყნის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ეგზიტ პოლების მიხედვით, პრეზიდენტის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება, მაგრამ მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციური პარტნიორი დასჭირდება.
აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან პირობა დადო, რომ რადიკალურ რეფორმებს გაატარებდა და ბრძოლას გამოაცხადებდა კორუფციასთან, თუმცა დღემდე მას მინისტრების დანიშვნის საშუალება არ ჰქონდა.
ეგზიტ პოლების მიხედვით, ზელენსკის პარტიას ხმების დაახლოებით 44% აქვს მიღებული. როგორც ზელენსკიმ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა, იგი კოალიციის ფორმირებისთვის როკვარსკვლავს, სვიატოსლავ ვაკარჩუკს იწვევდა. „ეს ჩემი ინიციატივა იყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე“, განაცხადა ზელენსკიმ. ვაკარჩუკის პარტია „ჰოლოსმა“ არჩევნებში 6% მიიღო.
პრო-რუსულმა ოპოზიციურმა პლატფორმამ მეორე ადგილი მოიპოვა - 12%-იანი მხარდაჭერით. თუმცა ზელენსკიმ მათთან ნებისმიერი კოალიცია გამორიცხა.
სხვა ორი პარტიიდან, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევა, ერთი ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობაა“ (დაახლოებით 9%), მეორე კი ყოფილი პრემიერ მინისტრის, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინა“ (სამშობლო), რომელმაც დაახლოებით 8% მიიღო.
ზელენსკი მთავრობის ფორმირებისთვის ქვეყნის უმაღლესი რადას მხარდაჭერა ესაჭიროება. პრემიერ მინისტრის კანდიდატურას გამარჯვებული პარტია ან კოალიცია წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.