დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
როგორც „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება, ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, მიმდინარეობს გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.