„რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაში განცხადებას „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ეხმაურება.
„ახირება, კაპრიზი და დესტრუქციული ამოცანა. ამ სიტყვებით მიმართა ქიბარ ხალვაშმა გუნდს, ყველაფერი გასაგებია. საბჭოს შექმნის მოთხოვნა, სადაც მაღალი რეპუტაციის მქონე ქართული NGO-ები იქნებოდნენ, ყოფილა ახირება კაპრიზები და დესტრუქცია“, წერს ნოდარ მელაძე „ფეისბუქზე“.
ქიბარ ხალვაში თავის განცხადებაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს აფრთხილებს, რომ „სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.