ცაგერის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე უძღვებოდა. თათბირს მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ცაგერის მერიის ცნობით, ყურადღება გამახვილდა 2020 წლისათვის განსახორციელებელ ინფრასტუქტურულ პროექტებზე, რომელთა შერჩევა და პროექტირება შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მიმდინარეობს.
ასევე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციები მოისმინა პროექტების შესრულებაზე და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე.
ისაუბრეს სოციალური პროექტების განხორციელებაში არსებულ მდგომარეობაზეც, აგრეთვე კულტურის სფეროში ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
სამუშაო თათბირზე მერმა ინფორმაცია მოისმინა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისგან, კონკრეტული სფეროების მიხედვით, წარმოდგენილი იქნა უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობები და გეგმები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.