საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 23 წლის წინათ აფხაზეთის ომის დაწყებას განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ ომის შემდგომ უფრო მეტი გაკეთდა ხალხებს შორის გაუცხოების გასაღრმავებლად, ვიდრე ერთიანობის აღსადგენად. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონფლიქტების მოგვარება კვლავ სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.
„23 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა - აფხაზეთის ომი დაიწყო. მან ათასობით ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.
გულისტკივილით ვიხსნებთ ძმათა შორის სისხლიან დაპირისპირებას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ამ კონფლიქტმა ორივე მხარეს იმსხვერპლა.
მოძმე ხალხთა შორის ომს უმძიმესი მატერიალური, ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი მოჰყვა. ასეულობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში.
სამწუხაროდ, ომის შემდგომ პერიოდში უფრო მეტი გაკეთდა ხალხებს შორის გაუცხოების გასაღრმავებლად, ვიდრე ერთიანობის აღსადგენად. კონფლიქტების მოგვარება კვლავ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.
ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, და ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობის გზით, ურთირთპატივისცემის, ნდობისა და თანამშრომლობის ვითარებაში. ასეთი ატმოსფეროს ფორმირება კი უნდა დაეფუძნოს გაცნობიერებას, რომ რევანშიზმს მომავალი არ აქვს.
ჩვენ ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ ქვეყანას, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოს, რომელიც იქნება გარანტი მისი ყველა მოქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობისა და პოლიტიკურ უფლებათა ხელშეუხებლობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაღრმავების“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.