ირაკლი ოქრუაშვილი: „სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, ეს უკან გადმოგვიგდო იმ პრინციპით, რომ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღის დადება“
22-07-2019, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ მას „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა, რაც, მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო.

 

 

„როგორც მოსალოდნელი იყო და სხვას არც ველოდით პრინციპში, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს, მოთხოვნა წილების ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად და ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით გვქონდა 10 დღის ვადა, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, ეს უკან გადმოგვიგდო იმ პრინციპით, რომ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღის დადება. ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი – გავასაჩივროთ ეს სარჩელი თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამაზე იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადით წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

 

ოქრუაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოში კვლავ შერჩევითი სამართალია.

 

 

„ფაქტია, რომ სასამართლოში კვლავ შერჩევითი სამართალია, რადგან ჩვენ განცხადება გვქონდა შეტანილი ზუსტად იმავე ტექსტით, წერტილი და მძიმეც კი არ აკლდა, რაც ხალვაშმა შეიტანა, როდესაც დააყადაღა „რუსთავი 2“-ის წილები. ფაქტი სახეზეა, 10 დღის წინ დანიშნული მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის შერჩევითი და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი