საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი ნაწილია ის, რომ რეგიონში მაქსიმალურად შენარჩუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება.
მისივე თქმით, როგორი ემოციურიც არ უნდა იყოს საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, აუცილებელია საღი და ცივი გონებით განხორციელება იმ სტრატეგიული ამოცანების, რაც საქართველომ მოსახლეობის არჩევანით დაისახა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ნაწილია ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში. მათ შორის აღნიშნული სწავლება Agile Spirit სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს ვისმენთ და რაც არ უნდა ემოციური იყოს ეს განცხადებები ჩვენთვის, აუცილებელია საღი და ცივი გონებით იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა და რაც პრიორიტეტულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამ პოლიტიკას, მიუხედავად ცალკეული განცხადებებისა, ჩვენ ცალსახად მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.