თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
თათბირს მერის მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტის „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მხარეში“ ფარგლებში NGO AIC ფონდი აფხაზინტერკონტის წარმომადგენლების პრეზენტაცია მოისმინეს.
პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების წინაშე მდგარი სირთულეების დაძლევასა და საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციისათვის რელევანტური სერვისების შეთავაზება.
პროექტი ითვალისწინებს მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
საშემოსავლო ბიზნეს პროექტების დაფინანსებას;
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვას.
სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და მათი სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წელი არ არის გასული.
თათბირზე, ასევე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლებში არსებული მდგომარეობისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე სამსახურის უფროსებისაგან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინა, მიმდინარე სამუშაოებსა და გეგმებს გაეცნო და დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები გასცა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.