ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ჩაის მწარმოებლებმა წალენჯიხაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
სოლომონ პავლიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადილესთან, მალხაზ თორიასთან ერთად, ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული პლანტაციები დაათვალიერა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსანჟინრო კვლევის სამსახურის მიერ ჩაის კომბინირებული აგრერატის მუშაობას გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორო პოტენციალის გაზრდაა.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, რომელიც მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
2016-2018 წლების მონაცემებით, 1024ჰა ფართობ ჩაის პლანტაციის რეაბლიტაცია განხორციელდა, რომლის ჯამური ინვისტიციაც 2,5 მილიონ ლარს აღემატება.
ფერმერებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურმა ჩაის მოვლა-მოყვანისთვის განკუთვნილი კომბინირებული აგრერატი წარმოადგინა, რომლის საცდელი ნიმუშის გამოცდა წალენჯიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აგრერატი ერთდროულად 4 ფუნქციას - გასხვლას, დაქუცმაცებას, სასუქის შეტანასა და ნიადაგის დამუშავებას ახორციელებს. უახლოეს მომავალაში, მინსკის სატრაქტორო ქარხანასთან ერთად, აგრერატის სრულყოფა იგეგმება, რომელიც ფერმერებს საგრძნობლად შეუმსუბუქებს შრომას.
შეხვედრას სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატი, გოგა გულორდავა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის, სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის, ადგილობრივი ხელისუფლების და ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.