[ვიდეო] ოქრუაშვილმა უსუფაშვილის მეშვეობით ივანიშვილთან შუამავლობის დეტალები გაამჟღავნა და განაცხადა, რომ შეხვდა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რომელმაც არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მოსთხოვა ჩვენების მათ სასარგებლოდ მიცემა
22-07-2019, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორი, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი 2014 წელს მის მიერ მიცემული ჩვენების დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ არსებული სახით ჩვენება 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მისი გორის მერობის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ მისცა.

 


ოქრუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან შუამავლის როლს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ასრულებდა და სწორედ მისი დახმარებით შეხვდა გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, რომელმაც „არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა იმ სახით, როგორი სახითაც მიცემული მაქვს“.

 

 

 

 

„რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირე, მეც ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ. 2014 წელს 1-ელ აპრილს ვარ დაკითხული, თუ სწორად მახსოვს. 15 ივნისს არის ადგილობრივი არჩევნები, როდესაც გორში ვაპირებ მერობაზე კენჭისყრას. ეს არის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი „ჯერ კიდევ ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა ივანიშვილთან იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო - ერთი, ხელი არ შემეშალა ამათთვის, დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში და მეორე, გარკვეული სახის „მინიმუმ ხელის არ შეშლა, მაქსიმუმ მხარდაჭერა“ მომეპოვებინა. ამისთვის ვთხოვე შუამავლობა და ურთიერთობის გარკვევა დათო უსუფაშვილს, ამას ვსაუბრობ დათო უსუფაშვილთან შეთანხმებით. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი. აი, ეს არის ჩემი 2014 წლის ნაქონი ტელეფონი (ოქრუაშვილი აჩვენებს პატარა ზომის მობილურ ტელეფონს) და დათოს ეს-ემ-ესია გამოგზავნილი. ივანიშვილი ეუბნება, ივანიშვილის დანაბარებს გადმომცემს: პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. ანუ არჩევნებთან დაკავშირებით ჩემ რაღაც საკითხის გარკვევაზე არის პასუხი ეს. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა იმ სახით, როგორი სახითაც მიცემული მაქვს. თუ გნებავთ ამ ტელეფონს გაჩუქებთ და იმდენი მაღალჩინოსნის ეს-ემ-ესებს ნახავთ, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ“, განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   Торнике Алашвили
      
ჭორიკანა პატარა ბიჭი
22 ივლისი 2019 07:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი