პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს უარყოფს, თუმცა, ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის შეტყობინება მაშინდელ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე ბიძინა ივანიშვილს გადასცა, ხოლო ამის შემდეგ თუ როგორ განვითარდა მათ შორის ურთიერთობა, ამის შესახებ მან არაფერი იცის.
„მე არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია. ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის მზად არის მისცეს ჩვენებები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე პროკურატურას და სურს, ურთიერთობა ააწყოს „ქართულ ოცნებასთან“ და ივანიშვილთან და მთხოვა, გადამეცა მე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებისთვის. მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე, ბიძინა ივანიშვილს და მათგან მიღებული პასუხი გადავეცი ოქრუაშვილს და პასუხი იყო შემდეგი - დაელაპარაკოს პროკურატურას, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში, მას შემდეგ ოქრუაშვილი დადიოდა პროკურატურაში და აძლევდა ჩვენებებს, ოცნებასთან მისი ურთიერთობა განვითარდა თუ არ განვითარდა, ეს მე უკვე აღარ ვიცი“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილთან შუამავლობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვდა გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომელმაც „არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, როგორი სახითაც მიცემული მაქვს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.