ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა.
„საქართველოსთვის, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო ინიციატივების, ბირთვული მასალების აღრიცხვიანობისა და კონტროლის სახელმწიფო სისტემის შემუშავების პროცესი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის.
რეგიონული სამუშაო შეხვედრა 26 ივლისამდე გაგრძელდება, რომელსაც ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალურ პირებთან ერთად, ათი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.