დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მასზე, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეზე, შეტევა ხორციელდებოდა. როგორც მან განმარტა, შეტევა იმ მოტივით ხორციელდებოდა, რომ იურიდიულ კომიტეტს მოსამართლეთა სიისთვის მხარი დაეჭირა.
„დეკემბრის ბოლო კვირას დაიწყო ეს დიდი შემოტევა პარლამენტში და უშუალოდ ჩემთან ხდებოდა ეს შემოტევა, იმიტომ, რომ მე ვიყავი მაშინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ის 10-კაციანი სია უნდა გამოეტანა და მთხოვდნენ პირდაპირ, რომ გამომეტანა ეს სია კომიტეტის სხდომაზე იმ პირობებშიც კი, თუნდაც მათ წინააღმდეგ მიმეცა ხმა, მაგრამ გამომეტანა და არ დამებლოკა ეს სია. პირადად ირაკლი კობახიძისგან იყო ეს თხოვნა“ , - განაცხადა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.