„ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა“ - ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილს მიმართავს
23-07-2019, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეპუტატი ეკა ბესელია რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი აცხადებს, რომ ბესელიას მხრიდან თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია და ეს მორიგი მცდელობაა იმის, რომ ის ახალი ამბების დღის წესრიგში იყოს.

 

 

„ეს კომენტარი რომ წავიკითხე, თვალებს ვერ დავუჯერე... ვერც წავუყრუე და ვერც გავატარე”.

 


ემოციურად ვწერ ახლა , მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა...

 

 

ეს იმაზე უარესია. რაც გვრიტიშვილმა იკადრა ...

 

 

რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს. რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს? და რომ მიწევს. ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა, რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??

 


რას ელოდებით. რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ. გადავიმალო??? ზუსტად ეს მიზანი ქონდა ვინც ეს დაგეგმა !!! დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან რომ სულ ესაა ყველაფერი???

 


აი ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო ....

 


მართლა ვერ შევხვდი მშვიდად რაც წავიკითხე ეს წუთია... " - წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი