უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე განაცხადა, რომ მოსამართლე ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა.
„მაქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ მოსამართლე თვითგადარჩენისთვის და ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ მან ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა.
და თუ ის თავის ნაწილში ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, ბუნებრივია, ის ვერც სხვა ნაწილში უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
შეკითხვაზე, თუ რა არის სამართლიანი სასამართლო, თადუმაძემ განაცხადა, რომ ეს არის პროცედურების სრული დაცვით, მხარეებისთვის უზრუნველყოფილი გარანტიებით ჩატარებული პროცესი.
„სამართლიანი სასამართლო არის ის, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი მხარის მონაწილეობა, სრულყოფილი გამოკვლევა, მიეცეს შესაძლებლობა მხარეებს მიიღონ მონაწილეობა ამაში და სასამართლო გადაწყვეტილება იქნეს კანონზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ის ხიბლი, რაც მოსამართლეს აქვს გადაწყვეტილების მიღების დროს, ეს არის შინაგანი რწმენა, შესაბამისობაში იყოს გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ჩატარებულ პროცესის შედეგებზე“, – აღნიშნა მან.
თადუმაძემ ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს საკმაო პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება, რაც აძლევს იმის საფუძველს, რომ იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.
„ვმართავდი საადვოკატო კომპანიას, მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობის პერიოდში კოორდინაციას ვუწევდი კანონშემოქმედებით ურთიერთობას, მქონდა ურთიერთობა სამინიტროებთან და ბევრი საკნონმდებლო ინიციატივა იქნა ჩემს ხელში გავლილი, ჩემი სამსახურის დასკვნების საფუძველზე, რაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებდა. ასევე, უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე გარდამავალ დროს, მთავრობის ადმინიტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის მცირე პერიოდში“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.