წყალტუბოში ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდო იმყოფებოდა
23-07-2019, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდო იმყოფებოდა.

 

 

ცნობილი ფეხბურთელი adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა და საქართველოში ფილმის გადასაღებად ჩამოვიდა.

 


გადაღებები წყალტუბოში სანატორიუმ „მეტალურგში“ მიმდინარეობდა. adjarabet.com-ის ფილმს, რომელიც სექტემბრის ბოლოს გამოვა ეკრანებზე, „არენა“ ჰქვია.

 

 

პროექტის ლოკაციის მენეჯერის ალექსანდრე ფანცულაიას თქმით, გადაღებებისთვის წყალტუბო მისი უნიკალური ბუნების და არქიტექტურის გამო შეირჩა.

 


„თავიდან ვფიქრობდით, რომ პავილიონში დაგვეწყო გადაღებები, მაგრამ ფილმი ერთგვარი თამაშია. ფილმს ინოვაციური ტექნოლოგიებით ვიღებთ, ამიტომ, საჭირო იყო შესაბამისი გარემო. ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ წყალტუბო საუკეთესო ადგილი იქნებოდა ფილმისთვის. რივალდო და მისი თანმხლები პირები აღფრთოვანებული დარჩნენ წყალტუბოს სილამაზით და აღნიშნეს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რაც კი უნახავთ. ცნობილი ფეხბურთელის გარდა, ამ ფილმში მსოფლიო დონის ხელოვანებიც მიიღებენ მონაწილოებას,“ - განაცხადა ლოკაციის მენეჯერმა.

 

 

ფილმის გადაღებებში წყალტუბოს „სამგურალის“ უმცროსი თაობის ფეხბურთელებიც იღებენ მონაწილეობას.

 


რივალდოს, ფანებთან ერთად, უკვე შეხვდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი.

 


ბრაზილიელი ლეგენდა იყო 2002 წელს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. ის "ბარსელონაში" 1997-2002 წლებში ბრწყინავდა. კატალონიური გუნდის მაისურით 235 თამაში ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. 1999 წელს კი ის "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი