“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის განცხადებებიდან და ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს.
გაჩეჩილაძის თქმით, ფინანსთა მინისტრის დღევანდელ ბრიფინგზე ბიუჯეტის პრეზენტაციისას გაკეთებული პოზიტიური პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია.
“პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია და რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც არასოდეს ყოფილა ასე გაწერილი და დალაგებული. განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, ასე დალაგებული ნამდვილად არ ყოფილა. მოსახლეობის მოლოდინი, რომ თითქოს სექტემბერში ლარი გაუფასურდება, რბილად რომ ვთქვათ, პანიკიდან გამომდინარეა. არავინ იცის, გაუფასურდება თუ არა და ახლა მხოლოდ ვერსიებზე შეიძლება საუბარი. ისე, თუ გადავხედავთ ფინანსთა მინისტრის განცხადებას, თუ გადავხედავთ იმას, როგორ მოქმედებს ხელისუფლება, საფუძველი იმისა, რომ ლარი გაუფასურდება და სასწრაფოდ დოლარი უნდა იყიდოს ვინმემ, არ არსებობს”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.