კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის ლონდონის ყოფილ მერზე, ბორის ჯონსონზე გააკეთეს.
ბორის ჯონსონმა 92,153 ხმით გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი 46,656 ხმა მიიღო.
ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.
ბორის ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიის ნდობას გაამართლებს და თავის გუნდთან ერთად, რომელსაც მომდევნო რამდენიმე დღეში ჩამოაყალიბებს, თავდაუზოგავად იშრომებს.
მან ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა: „კამპანია დასრულებულია და მუშაობა იწყება“
თემთა პალატის ყოფილმა ლიდერმა ანდრეა ლიდსომმა განაცხადა, რომ ჯონსონს „მგზნებარედ სწამს დიდი ბრიტანეთის მომავლისა ევროკავშირის გარეთ“ და „ჩვენ უნდა ბოლომდე მივიტანოთ“ ბრექსიტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.