საინჟინრო ბრიგადამ 27 წლის იუბილე აღნიშნა
23-07-2019, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საინჟინრო გვარეობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო ინჟინრებს იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მიულოცა. მან პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, პროფესიული დღე  მიულოცა და თავდაცვის ძალებში საინჟინრო გვარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

ღონისძიების ფარგლებში პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებმა გამორჩეული სამსახურისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის საშტატო იარაღი და უწყებრივი მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მიიღეს. საზეიმო ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა ბრიგადაში არსებული სხვადასხვა შიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერეს. დღესვე საინჟინრო ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ტერიტორიაზე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.

 

 

ღონისძიებას თავდაცვის ძალების სარდლობებისა და დეპარტამენტის უფროსები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი