გია ნოდია ქართველი კლასიკოსი მწერლების წინააღმდეგ - ილია ჭავჭავაძე "ვერაფერი პოეტი", გრიგოლ რობაქიძე "ფაშისტი და უნიჭო" ...
14-08-2015, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ქართველ მწერლებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და საყოველთაოდ აღიარებული ქართველი მწერლების მიმართ საკმაოდ თამამ და კრიტიკულ აზრებს გამოთქვამს.


გია ნოდიას დღემდე ვერ გაუგია თუ რატომ ითვლებიან დიდ მწერლებად ილია ჭავჭავაძე, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, ჭაბუა ამირეჯიბი. იგი „დათა თუთაშხია“-ს ძალიან სუსტ რომანს უწოდებს, არ ესმის, კონსტანტინე გამსახურდია რატომ ითვლება დიდ და გამოჩენილ მწერლად, გრიგოლ რობაქიძე კი მისი თქმით, აშკარა "ფაშისტი და საშინლად უნიჭო" იყო.


ნოდია მის საყვარელ მწერლებსაც ასახელებს და მათ, ვისაც მისი მოსაზრებები არ მოეწონება, ცივი სასმელით გაგრილებას ურჩევს.


"ეტყობა, coming out-ის დროა, ვის ვინ მოსწონს და არ მოსწონს „დიდ ქართველ მწერალთა“ შორის.


ნოდარ დუმბაძე (რაკი ისაა აქტუალური) ნიჭიერი მწერალი იყო და ძალიან კარგი ტექსტებიც აქვს (ბუნებრივად მომდის სიტყვები „ცინცხალი“, „წრფელი“ და ა. შ.). მაგრამ, ამავე დროს, ის იყო ლპობის ეპოქაში შესული საბჭოთა ტოტალიტარიზმის იდეურ ლაბირინთებში ტრაგიკულად დაბნეული პიროვნება. კრიმინალური „გაგების“ (და ამ გაგების ვითომ ოპოზიციურობის) რომანტიზაცია ნამდვილად იყო ამ ლპობადი ტოტალიტარიზმის ქართული ვერსიის ერთ-ერთი გამოვლენა, და დუმბაძეს ნამდვილად აქვს შეტანილი წვლილი მის ლეგიტიმაციაში (არავითარი აღრევა „მწერლის ენასა“ და „პერსონაჟის ენას“ შორის ამ არაორიგინალურ დაკვირვებას არ ახლავს).


ჭაბუა ამირეჯიბის პროზაც ამ სინდრომის გამოხატულებაა, მაგრამ ლიტერატურულად გაცილებით ნაკლებ ღირებული. ჩემი აზრით, „დათა თუთაშხია“ ძალიან სუსტი რომანია: საკმაოდ გამიჭირდა მისი პირველი ნაწილის ბოლომდე მიყვანა და თავს ვერ დავაძალე, მეორე ნაწილი (ან ამ მწერლის რომელიმე სხვა ტექსტი) წამეკითხა. ამიტომ დამაჯერებლად მეჩვენა ჭორები, რომ გრაფი სეგედის სახელით რომანის ტექსტში შეტანილი ნოველები (შედარებით უფრო საინტერესო) ვიღაც სხვის დაწერილი და ჭაბუას მითვისებულია (ცხადია, არ მაქვს პრეტენზია, რომ ამ ვარაუდის დამტკიცება შემიძლია).


კონსტანტინე გამსახურდია რატომ ითვლება დიდ და გამოჩენილ მწერლად, საერთოდ არ მესმის. მახსოვს, „დიდოსტატის მარჯვენაში“ რაღაც ადგილები მომეწონა, „მთვარის მოტაცებაში“ გაცილებით ნაკლები, „დიონისოს ღიმილზე“ ლამის ცუდად გავხდი (ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და იმიტომ წავიკითხე საერთოდ), ხოლო „დავით აღმაშენებლის“ წაკითხვის მცდელობა თავიდანვე ჩამივარდა: ეტყობა, ამ ცხოვრებაში ვეღარ წავიკითხავ, მერე ვნახოთ. აქვე დავამატებ, რომ, ჩემი აზრით მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული მისი ქანდაკება ე.წ. გეგეშიძის ბაღში (თავისი გმირის მიმართ აშკარად ირონიული) კარგად გამოხატავს „კოწიას“ პიროვნებას. (ბარემ ვიტყვი, რომ ამავე მოქანდაკის გამოძერწილი დავით აღმაშენებელი, სრულიად კონვენციური და უინტერესო, გაცილებით უფრო კარგად გამოიყურება დიღომში, ვიდრე „ივერიის“ წინ - თუმცა ეს რა შუაშია).


გრიგოლ რობაქიძის მწერლური რეპუტაცია საერთოდ გამოცანაა: „გველის პერანგი“ მხოლოდ მოვალეობის გამო წავიკითხე, ჩემი აზრით სრულიად უბადრუკი ტექსტია. ჯანდაბას, რომ ეს კაცი აშკარა ფაშისტი იყო (კარგ მწერლებსაც ხშირად ერევათ იდეოლოგიური რამსები: კომუნისტი შემოქმედები რომ უარვყოთ კომუნისტობისთვის, სად წავალთ? „ძირს პიკასო“!), მაგრამ საშინლად უნიჭო რომ იყო? მერე რა, რომ კომუნისტებს არ მოსწონდათ, ეს არ არის საკმარისი მისი განდიდებისთვის.


თუ არსებობს „ყველაზე დიდი ქართველის“ ნომინაცია, ასეთი ჩემთვის ილია ჭავჭავაძეა. მაგრამ თუ შევაფასებთ მას, როგორც პოეტს, დიდი ვერაფერი პოეტი იყო. ამაში Levan Berdzenishvili-ს შეფასებას სრულიად ვიზიარებ (ძალიან სასაცილო პოსტი თუ კომენტი წავიკითხე დღეს ფეისბუქში: რომ ლევანს „შერჩა“ ილიას როგორც მწერლის კრიტიკა. რას ნიშნავს, შერჩა? უნდა ჩაექოლათ?).


ძალიან გამეხარდა Nika Gvaramia-ს პოსტი, დავით კლდიაშვილი ყველაზე მაგარი ქართველი მწერალიაო. მეც ვთვლი, რომ ძალიან მაგარი და დაუფასებელი მწერალია და არ ვიცოდი, რომ ჩემნაირად სხვებიც ფიქრობდნენ. „ბაკულას ღორები“ ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენს სიტუაციას, დღესაც, და ისევ "ორნაქმარები და უშვილო" საცოლის ძიებაში ვართ ერი.


გურამ დოჩანაშვილი ჩემთვის განსაკუთრებული მწერალია და მისი კითხვა გვიან საბჭოთა ხანაში ერთგვარი ემოციური ოაზისი იყო. მაგრამ მგონია, რომ ხანდახან ძალიანაც ახურებს და მისი ზოგი ნაწარმოები მოიგებდა მკაცრი რედაქტორის ხელში.


ძალიან საინტერესო (და დაუფასებელი) მწერალი იყო ოთარ ჩხეიძე, მაგრამ ისე წერდა (ენობრივად), თითქოს არ უნდოდა, ვინმეს წაეკითხა. შეიძლება, საბჭოთა ცენზურას ემალებოდა ამ გზით. ვიცი, ძალიან უცნაურია, მაგრამ იმის შემდეგ დავაფასე, როცა რუსულად წავიკითხე რუსი კრიტიკოსების რეკომენდაციით. ქართულად მაინც მიჭირს მისი კითხვა.


მოკლედ, ყოველგვარი ლოგიკური მიმდევრობის გარეშე დავწერე, რაც თავში მომივიდა (კიდევ შემეძლო გაგრძელება, ცხადია, მაგრამ გავჩერდი). ვისაც ჰგონია, რომ „ლიტერატურათმცოდნის“ ლიცენზია არა მაქვს და, ამიტომ. ლიტერატურაზე არ უნდა ვწერდე, ვურჩევ, რაიმე ცივი სასმელი დალიოს (ესიამოვნება ამ სიცხეში)," - წერს გია ნოდია.

 

კომენტარები: 44
#44   Winnie
      
References:


Casino Trustly Deutschland legal Trustly
Casino Bewertung
დღეს, 07:27
#43   Chas
      
References:


Sofortüberweisung casino ohne anmeldung
online casino mit sofortüberweisung
დღეს, 07:06
#42   Jacelyn
      
Bei einigen Top-Trustly-Anbietern, die aktuelle Pay N Play Casino Trustly nicht unterstützen, muss die Verifizierung manuell durch
das Einreichen von Ausweisdokumenten für die Freischaltung
von Auszahlungen erledigt werden. Die Nutzung von Trustly in Online-Casinos
macht den Prozess ebenso einfach wie die Einzahlung und stellt sicher,
dass die Gewinne schnell und sicher auf das eigene Bankkonto überwiesen werden. Einige Banken und Finanzinstitute
können Gebühren für eine Überweisung erheben (meistens unter 1 €),
die nicht vom Zahlungsanbieter Trustly oder dem
Casino abhängen. Bei Bedarf Bonus durch Auswahl oder Eingabe
des Bonus-Codes ins entsprechende Fenster eingeben. Anmeldung im Casino-Konto (Sie können eine
der oben genannten Seiten auswählen), zum Einzahlungsbereich
gehen und Trustly Einzahlung aus der Liste der Zahlungsoptionen auswählen.
გუშინ, 13:32
#41   Ronny
      
For example, crypto casinos accept payment methods such as Bitcoin, Ethereum, and Tether.
While a bank transfer is among the safest options for
players, there are other choices for casino
banking wire transfer australia
deposits and withdrawals.

The online gambling landscape has experienced tremendous growth in recent years with
operators offering more innovative banking methods.
გუშინ, 11:10
#40   Marcos
      
References:


Instant bank transfer online casino australia graph.org
10 ნოემბერი 2026 14:49
#39   Wilhelmina
      
References:


Best casino for google pay prpack.ru
10 ნოემბერი 2026 12:31
#38   Kathryn
      
At BetPokies, we’ve curated a list of the best PayID-friendly casinos,
all thoroughly vetted for security, reliability, and top-notch gaming experiences.
By using an email address, mobile phone number, or an organization identifier, players can easily deposit funds
without the need for long credit card numbers. PayID is revolutionizing the way Australian players make
transactions at online casinos by offering a simple, secure, and
fast alternative to traditional payment methods. Begin by selecting Australian online pokies PayID casinos that prioritise fair gameplay and
provide a secure environment. To initiate the use of the pokies PayID
method, you’ll need to first establish an account with an Aussie bank
and attach an identifier.

References: https://www.tellyflix.com/iptv-forum/topic/australian-payid-pokies-instant-depos
its-for-aussie-online-slots/
10 ნოემბერი 2026 09:44
#37   Janette
      
References:


Payid pokies fast payout payid
pokies australia
10 ნოემბერი 2026 00:56
#36   Adam
      
References:


$1 payid pokies safe payid pokies australia
10 ნოემბერი 2026 00:16
#35   Alton
      
References:


Safe paysafecard casinos canada xhdyz.cn
9 ნოემბერი 2026 11:18
#34   Refugio
      
References:


Mobile neosurf casinos australia $1 minimum deposit casino neosurf
australia
9 ნოემბერი 2026 09:50
#33   Lauri
      
30 ოქტომბერი 2026 12:03
#32   Danilo
      
References:


Quick wire transfer casino payouts australian casino bank
withdrawal
28 ოქტომბერი 2026 22:30
#31   Alethea
      
References:


New payid pokies pokies with payid deposit
21 ოქტომბერი 2026 08:15
#30   Sheena
      
References:


Same day payout pokies payid play online pokies payid australia
20 ოქტომბერი 2026 15:51
#29   Shantell
      
References:


Mobile bank transfer casino australia intensedebate.com
20 ოქტომბერი 2026 15:06
#28   Bette
      
References:


Wire transfer casino verification australia pad.nixnet.services
19 ოქტომბერი 2026 23:13
#27   Molly
      
References:


International wire transfer casino australia https://git.arteneo.pl
14 ოქტომბერი 2026 06:09
#26   Curtis
      
References:


Neosurf alternative payment methods casino https://dok.kompot.si/
14 ოქტომბერი 2026 04:27
#25   Kendrick
      
References:


Live dealer casino bank transfer australia gaiaathome.eu
13 ოქტომბერი 2026 22:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი