გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
23-07-2019, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

„საქართველოში კაკლოვანი კულტურების წარმოების დიდი პოტენციალი არსებობს. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის, ძალიან მნიშნელოვანია თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. სახელმწოფო აგრარული დარგის მიმართულებით არაერთ მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს. ამ პროექტების ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ კაკლისა და ნუშის თანამედროვე ბაღების გაშენების და მათი სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღონ. რაც შეეხება ქართველი ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, აღსანიშნავი ფაქტია, რომ ამ მიმართულებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV) ითვალისწინებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

მინისტრის განცხადებით, დარგის განვითარებაში ასოციაციების ჩართულობა და მათი როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც სამინისტროს პოლიტიკაც ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი პაატა შეყილაძე და სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი