ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს
23-07-2019, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლებს. დეპუტატი ჩივილს იმ მიზეზით აპირებს, რომ  ზარდიაშვილმა ის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში "ვირთხას" შეადარა.

 

 

დღეს ვანო ზარდიაშვილმა "რუსთვი-2"-ს განუცხადა, რომ ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა და მას ნოდარ მელაძეს აწვდიდა. ზარდიაშვილმა  ის „ვირთხად" მოიხსენია. 

 

 

"ინფორმაცია, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ იჟონებოდა ხოლმე, უკვე დადგენილია. ჩემი აზრით, უდავოა ეს ფაქტი. ეს იყო ეკა ბესელია. მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან, რომლის მეშვეობითაც ჟონავდა ხოლმე უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია. ამის დამადასტურებლად მე გეტყვით ერთ ფაქტს. იმ ცნობილი უმრავლესობის სხდომიდან, რომელზეც ეკა ბესელიას მიმართ კითხვები დაისვა კორუფციასთან მისი სიახლოვის შესახებ, რატომღაც იმ სხდომიდან ამ ინფორმაციას არ გაუჟონია. მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდა ის ინფორმაცია, ვითომ ირაკლი კობახიძემ  ეკა ბესელიას ბოდიში მოუხადა", - განაცხადა ზარდიაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი