რომან გოცირიძე: „ეკა ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა „რუსთავი 2“-ის საკითხის გადაფარვისთვის არის გამიზნული“
23-07-2019, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა „რუსთავი 2“-ის საკითხის გადაფარვისთვის არის გამიზნული.

 

 

როგორც გოცირიძე განმარტავს, ხელისუფლებას წინ სხვა თემების წამოწევა სურს.

 


„უნდათ, რაღაც სხვა თემები წამოწიონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხის წამოწევა პირდაპირ ანგრევს „ქართული ოცნების“ იმიჯს, რადგან მათი დანაშაული აშკარად იგრძნობა. შვიდი წლის განმავლობაში არც ერთი საქმე არ გამოიძიეს, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა და ახლაც ამბობენ, რომ თურმე, სიკვდილმისჯილმა ადამიანმა ვიდეო სომხეთის ციხიდან გაავრცელა. ვინ შეუტანა ეს ტელეფონი, საიდან აღმოაჩნდა, ან რატომ არ იძიებენ, ან რატომ ახსენდებათ მას შემდეგ, რაც ბესელია ამ საკითხის გამოძიებას ითხოვს? ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებას უნდა, ეს თემა დავიწყებას მიეცეს.

 

 

რაც შეეხება ბრალდებას, რომ თურმე, „ქართული ოცნების“ შეხვედრებიდან ინფორმაცია ეკა ბესელიას გამოჰქონდა, მაშინ ყოჩაღ, „რუსთავი 2“. თურმე, ცინცხალ ინფორმაციას გვაწვდიდნენ „ქართული ოცნების“ ყველა შეხვედრიდან. ამით ტელევიზიას წონას და ღირსებას მატებენ, თუმცა რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ წყარო ბესელია იყო, არ მგონია, ასე იყოს, რადგან „რუსთავი 2“-ს ინფორმაციების მოძიებების უამრავი წყარო ჰყავს და ერთ წყაროს არ დაეყრდნობოდა“, – განცხადა გოცირიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი